ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი - ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება - Palitra News

ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი - ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრება

2026-11-02 15:19:39+04:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სასამართლოში იწყება არსებითი განხილვა და დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ღარიბაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ამავდროულად, ის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე უკვე იხდის 5-წლიან სასჯელს.