ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - სასამართლო განხილვის მომდევნო ეტაპი და პოლიტიკური მოლოდინები - Palitra News

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - სასამართლო განხილვის მომდევნო ეტაპი და პოლიტიკური მოლოდინები

2026-11-02 15:21:09+04:00

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვას ზუსტად 1 კვირაში - 9 ნოემბერს განაახლებს. შემდეგ პროცესზე მოსამართლეები შეკითხვებს თავდაპირველად მოსარჩელეებს, შემდეგ კი მოპასუხეებს დაუსვამენ. ხელისუფლება პარტიების აკრძალვას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის აუცილებლობით ხსნის. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესს მმართველი გუნდისთვის მწვავე პოლიტიკური შედეგი, მათ შორის მძიმე საერთაშორისო სანქციები მოჰყვება. თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს.