შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები ძალაუფლებას კონგრესში - აშშ-ში შუალედური არჩევნებია - Palitra News

შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები ძალაუფლებას კონგრესში - აშშ-ში შუალედური არჩევნებია

2026-11-02 12:39:02+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედურ არჩევნებამდე ბოლო საათები ითვლება. 3 ნოემბრის კენჭისყრაზე გადაწყდება, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს, თუ დემოკრატები შეძლებენ უმრავლესობის დაბრუნებას. არჩევნების შედეგი განსაზღვრავს არა მხოლოდ საკანონმდებლო დღის წესრიგს, არამედ იმასაც, რამდენად თავისუფლად შეძლებს დონალდ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური კურსის გატარებას პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადში. დემოკრატები ეკონომიკურ მდგომარეობასა და ცხოვრების გაძვირებას მთავარ საარჩევნო არგუმენტად იყენებენ, რესპუბლიკელები კი ამომრჩეველს ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. უფრო ვრცლად 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ლაკო ვარშანიძისგან მოვისმენთ