დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება - Palitra News

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება

2026-11-02 12:38:34+04:00

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის ფორმები ემის ჯის - მეშვეობით . როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.