მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-11-02 12:34:25+04:00

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.