სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - Palitra News

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

2026-11-02 12:33:12+04:00

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის 352 შეკვრად დაფასოებული „ალფა პვპ“, „მეფედრონი“, „მეთადონი“, „კლეფედრონი", „გამომშრალი მარიხუანა“ და "ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი".