უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა - Palitra News

უკრაინაში „საჰაერო განგაშის“ აპლიკაციამ კიბერშეტევის შემდეგ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა

2026-11-02 09:23:19+04:00

ჰაკერული თავდასხის შემდეგ “საჰაერო განგაშის” აპლიკაციამ მუშაობა ნაწილობრივ განაახლა, - ინფორმაციას აპლიკაციის გუნდი ავრცელებს.

„კიბერშეტევის შემდეგ ჩვენ თანდათანობით აღვადგენთ “საჰაერო განგაშის” აპლიკაციას. ყვითელი და წითელი განგაშის დონეების შესახებ ინფორმაცია (შესაბამისად, დრონებით და დრონებით/რაკეტებით მასიური თავდასხმები) ახლა ხელმისაწვდომია რუკაზე. რუკაზე სამიზნის ჩვენება დროებით შეფერხებულია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განმარტებით, ახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს მომავალში მსგავსი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. გუნდმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აპლიკაცია არ ინახავს და არ იყენებს პერსონალურ მონაცემებს, ამიტომ მომხმარებლებისთვის საფრთხე არ არსებობს. გუშინ, “საჰაერო განგაშის” აპლიკაციაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ვრცელდებოდა შეტყობინებები რუსულ ენაზე რადიაციული და ქიმიური საფრთხეების, ქუჩის ჩხუბის და „ორეშნიკის“ საფრთხის შესახებ.