რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს, კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ - Palitra News

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს, კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

2026-10-31 16:40:04+04:00

ქსენია სობჩაკსა და კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ, - ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე, რეჟისორი კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიამ არასასურველი პირების სიაში შეიყვანა.

მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

„საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ “, - წერს ბრაჟე X-ზე.