თბილისქალაქობა ანტვერპენში - ემიგრანტმა ქართველებმა ქართული კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს - Palitra News

თბილისქალაქობა ანტვერპენში - ემიგრანტმა ქართველებმა ქართული კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს

2026-10-31 15:35:33+04:00

ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში თბილისქალაქობა აღნიშნეს. ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩენად გამართულ ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ქართველები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. ქართული დღესასწაული ქალაქ ანტვერპენში მოქმედი ქართული ლიტერატურული თეატრის — „ჩვენ დავბრუნდებით“ — დამფუძნებლის, მანანა ხორბალაძის, და საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ორგანიზებითგაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული თეატრისა და საკვირაო სკოლის წევრებმა მაყურებელს საკონცერტო პროგრამაც წარუდგინეს.