ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრისა და მსჯავრდებულის მამის დაკითხვას ითხოვს - Palitra News

ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრისა და მსჯავრდებულის მამის დაკითხვას ითხოვს

2026-10-30 21:07:09+04:00

22 წლის მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ითხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაიკითხოს შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი და მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, გიორგი კავილაძის მამა. ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემას უსასრულოდ ვერ დაელოდება. „ნიკო კვარაცხელიას საქმე კულისებს მიღმა, ქუჩაში, სკვერში და ასე შემდეგ არ გაირჩევა. მხოლოდ სამართლებრივი კუთხით და უზუსტესად უნდა შეფასდეს“- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.