საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიული პროცესის პარალელურად, ევროკომისიის გაფართოების წლიური ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო კრიტიკული იქნება. ხელისუფლების ოპონენტები გასულ წელთან შედარებით მკაცრ შეფასებებს ელოდებიან. მმართველი გუნდი კი დოკუმენტს წინასწარ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასში საქართველოს შესახებ რეალური მონაცემები ასახული არ იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ქვეყანა არაერთი მაჩვენებლით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი უსწრებს.