საქართველოს რეგიონებში ფინანსური განათლების პოპულარიზაციის მიზნით, სპეციალური საგანმანათლებლო პროექტი იწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბრენდირებული ავტობუსი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და სოფელს მოივლის. მოსახლეობას ფინანსური განათლების შესახებ ინფორმაციას, საგანმანათლებლო რესურსებსა და ტრენინგებს შესთავაზებენ. პროექტის მიზანი იმ ადამიანებისთვის ცოდნისა და პრაქტიკული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობები ხშირად შეზღუდული აქვთ. ბაზისბანკისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობა გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება.