ვაშლიჯვარში, კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.