ნოემბერში კომბინირებული ექსპედიციის ფარგლებში სამი ქართველი ანტარქტიკაზე გაემგზავრება. ეს ახალი ქართული ბრენდის, “ცისკრის” პირველი პროექტია. “ცისკარი” აღმოჩენებისა და შემეცნების ქართული პლატფორმაა, რომლის მისიაც გარემოს ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ბრენდის პრეზენტაციაზე ექსპედიციის წევრებმა, ბიძინა გუჯაბიძემ, გიორგი გოცირიძემ და ნიკა ლებანიძემ პროექტის მიზნებზე ისაუბრეს.