საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 29–31 ოქტომბერს თბილისში ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის კონფერენცია იმართება. სამდღიანი კონფერენცია ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან 60 წლისთავს ეძღვნება და მასში ევროპის 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ენციკლოპედია „საქართველო“ მკითხველს ქვეყნისა და ქართველი ერის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის და საქართველოს მსოფლიო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში წარმოაჩენს.