ვინ იდგა ციხის საკანში დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის უკან - Palitra News

ვინ იდგა ციხის საკანში დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის უკან

2026-10-30 09:21:51+04:00

ვინ იდგა ციხის საკანში დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის უკან - პატიმრის ოჯახი დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. ფეიქრიშვილის დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს რომ ძალადობის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. დედა ასევე მოითხოვს პასუხისგებაში მიეცნენ ციხის უფროსი, რამაზ ფირცხალავა და პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე. დავით ფეიქრიშვილის განცხადებით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მასზე ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა - ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულს პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით, მრავლობითი დაზიანებებით, დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოათავსეს. საკითხს კიდევ ერთხელ მოპყვა პოლიტიკური შეფასებები.