სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სომხეთის ეროვნული კრება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხს განიხილავდა, რა დროსაც დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც მედია იუწყება, მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა, ტარონ ჩახოიანმა სიტყვით გამოსვლისას „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარისთვის, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ. მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, მთავრობის საათის დროს ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „სამთავიან ომის პარტიას“ უწოდებს განაცხადა, რომ ოპოზიცია მუდამ საუბრობს სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობაზე.