როგორ აღმოჩნდა პატიმრების დავით და ნიკო ფეიქრიშვილების დალუქული მობილური ტელეფონები გამომძიებლსგან საკანში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების და მასთან მყოფი პირების ხელში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დაკავებულების დედა ითხოვს. იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, გუშინ დაადასტურა, რომ დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იმყოფებოდა. მისი თქმით, საკანში მყოფი პირების სახელებსა და გვარებს, მათ რაოდენობასა და შესახლების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.