გიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს - Palitra News

გიორგი კახიანი - ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის და თურმე გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს

2026-10-29 15:36:55+04:00

დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან - ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას განცხადებებს.

კახიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს ქონება საქართველოში არ შეუძენია, „თავისი ქონების 80% - 3.5 მილიარდზე მეტი ქვეყანას მოახმარა და გაღლეტილი ბიუჯეტის პირობებში პოლიციელებისა თუ მასწავლებლების ხელფასებს აფინანსებდა“. მისივე თქმით, გვარამია სწორედ ამ სიკეთეებს ემიჯნება.

„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, თუმცა ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, თუ რას ემიჯნებოდა და მოლოდინი იყო, რომ იტყოდა ვემიჯნები მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა რომ იგი ამას კი არ ემიჯნება, ემიჯნება იმას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდგომ ამ გადასახადებით მოვიდა იგი პოლიტიკაში, ანუ ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას და 3.5 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ.

ბიძინა ივანიშვილი, მაშინ როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის. აღმოჩნდა, რომ თურმე ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”,- განაცხადა გიორგი კახიანმა.