5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება

2026-10-29 10:00:44+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სხდომა დასრულდა. პროცესი დღეს 11:00 განახლდება. გუშინდელი სხდომამ კვლავ კამათის ფონზე ჩაიარა. მწვავე რეპლიკები გიგა ლემონჯავას მიერ ევროპარლამენტის 8 ოქტომბრის რეზოლუციის ხსენებას მოჰყვა, მოსამართლემ მას მოუწოდა, უშუალოდ განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა. მანამდე სასამართლოს დარბაზში კამათი გამოიწვია მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვამ - არსებობს თუ არა პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ როგორც სამართლებრივი ტერმინი.რის პასუხადაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მაია კოპალეიშვილმა განაცხაა, რომ რჩება შთაბეჭდილება მოსამართლეს კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ აქვთ შესწავლილი.