ევროკავშირმა საქართველოში ადგილობრივი თემების დასახმარებლად 38 მილიონი ევროს დაფინანსების პაკეტი გამოყო. თანხა ფერმერების, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლად მცხოვრებლების, ქალებისა და გოგონების, ასევე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების მხარდაჭერას მოხმარდება.