ფინეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ - Palitra News

ფინეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ

2026-10-27 19:35:01+04:00

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განვახორციელეთ, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„ზარი დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა და ის ოსლოში შეხვედრას მოყვა, რომელიც 20 ოქტომბერს გვქონდა. ზარი უკრაინასთან თანამშრომლობაში განხორციელდა“, - განაცხადა სტუბმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკვანძო მოკავშირეები წინასწარ იყვნენ ინფორმირებული საუბრის შესახებ.

„ზარამდე საკვანძო მოკავშირეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის ჩრდილოეთის საბჭოს ყველა ქვეყანას, და ასევე, შემდგომში, ინფორმაცია მივაწოდეთ საუბრის შინაარსზე“, - განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ასევე მიაწოდეს დაახლოებით 30-წუთიანი ანგარიში მის მსვლელობაზე.

„განვიხილეთ საკვანძო საკითხები და მესიჯები, რომლებიც ზარამდე წინა საღამოს განვიხილეთ… პრეზიდენტ პუტინთან საუბარი პროფესიონალური და პირდაპირი იყო…

[ნორვეგიის] პრემიერ-მინისტრმა სტორემ და მე ჩავთვალეთ რომ მნიშვნელოვანია [რუსეთის] მოსაზღვრე ქვეყნებმა, როგორებიცაა ფინეთი და ნორვეგია, გაარკვიონ საკითხები, რომლებმაც გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს და ასევე გადაგვეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის პირდაპირი მესიჯები ჩრდილოეთის პერსპექტივიდან, ფინური და ნორვეგიული პერსპექტივიდან“, - განაცხადა სტუბმა.