ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება - Palitra News

ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება

2026-10-27 17:51:40+04:00

დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩება თუ არა საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება,- ასე მიმართა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.

მისი თქმით, მათ გადაწყვეტილებას შეაფასებენ იმის მიხედვით, დაიცავენ თუ არა სამართალს მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო.

„ისტორია არ იმახსოვრებს, ვის ჰქონდა კონკრეტულ მომენტში მეტი ძალაუფლება, ის იმახსოვრებს, ვინ რა გააკეთა, როდესაც ძალაუფლება ჰქონდა. დღეს თქვენ წყვეტთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბედს, არამედ იმას, დარჩენა თუ არა საქართველოში კონსტიტუცია ხელისუფლების შემაკავებლად, თუ ის ხელისუფლების ნებას დაექვემდებარება. თქვენს გადაწყვეტილებას შეაფასებენ, დაიცავით თუ არა სამართალი მაშინ, როდესაც მისი დაცვა ყველაზე რთული იყო. პარტია შეიძლება დამარცხდეს, პოლიტიკოსი შეიძლება წავიდეს, მაგრამ სამართალი არ უნდა დამარცხდეს ხელისუფლებასთან ერთად“.- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.