საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის განხილვა გრძელდება - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის განხილვა გრძელდება

2026-10-27 10:06:50+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის განხილვა გრძელდება. სასამართლო განხილვის პარალელურად, ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციებია ნაწილი პროცესში მონაწილეობს და სამართლებრივი გზით ბრძოლას ცდილობს, ნაწილი კი გამოსავალს სასამართლო განხილვების პარალელურად ქუჩის პროტესტში ხედავს. ქართული ოცნება თავისმხრივ აცხადებს, რომ საქმე სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. ოპოზიცია პროცესს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების მცდელობად აფასებს და თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლობად გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას დასავლურ სამყაროსთან.