დავით მათიკაშვილი - მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და კვლავაც ფიასკო - ერთი მუჭა ადამიანები - Palitra News

დავით მათიკაშვილი - მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და კვლავაც ფიასკო - ერთი მუჭა ადამიანები

2026-10-26 11:45:15+04:00

მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და კვლავაც ფიასკო - ერთი მუჭა ადამიანები - საზოგადოებამ ნახა, რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის გუშინდელ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციის აქციამ აჩვენა, რომ აბსოლუტურად ტყუილი და თითიდან გამოწოვილია ის თეზა, თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესით, სოლიდურ რაოდენობა ადამიანებს, საქართველოში ხმის უფლება ერთმევათ.

"მერამდენედ დაანონსდა ხალხის მდინარეები ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი რადიკალური და აგენტურული პარტიების მხარდასაჭერად და ისევ კვლავაც ფიასკო - ერთი მუჭა ადამიანები იმ ე.წ. მასშტაბის პირობებში, რასაც ბატონო გვარამია ბათუმიდან აანონსებდა. საზოგადოებამ ნახა, რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია დღეს რადიკალიზმს და აგენტურას ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც აბსოლუტურად ტყუილი და თითიდან გამოწოვილია ის თეზა, თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესით, სოლიდურ რაოდენობა ადამიანებს, საქართველოში ხმის უფლება ერთმევათ. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. მხარდაჭერა არის ნულთან გათანაბრებული, თუმცა კონსტიტუციური

სარჩელის მოთხოვნა არ არის დამოკიდებული ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ დამოკიდებული იმაზე, თუ რეალურად, რა მიზნები გააჩნია ამა თუ იმ პარტიებს, ამიტომაც ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში," - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, "ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია, სახელწოდებით - „საქართველო ივანიშვილის გარეშე” გაიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები

ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა. პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია იქნება სხვა პერმანენტული აქციების დასაწყისი, 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.