უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის სიჩქარის დონე აღდგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის სიჩქარე ადრინდელ დონეს დაუბრუნდა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობა იმ სიჩქარეზე აღდგა, რაც ამ შეზღუდვებამდე იყო. ახლა სიჩქარე
ისეთია, როგორიც გვჭირდება“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, აღდგენა გასულ ღამეს დაიწყო და დღეს დილით სიჩქარემ საკმარის დონეს მიაღწია.
„მადლობას ვუხდი ყველა ამერიკელს, ყველა პარტნიორს, ვინც ეს სერიოზულად მიიღო და ნამდვილად გვეხმარება. მადლობა კონგრესმენებს, სენატორებს, ყველა მედიასაშუალებას, სახელმწიფო დეპარტამენტსა და პრეზიდენტს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.