ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს - Palitra News

ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს

2026-10-24 16:05:56+04:00

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ცერემონიაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. წარჩინებული კურსდამთავრებულები და ინსტრუქტორები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. იუნკერებმა ხუთკვირიანი კურსის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს და სამხედრო სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.