დავით გარეჯის საკითხზე გავრცელებული ცნობები და საბოტაჟის ბრალდება - დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება - Palitra News

დავით გარეჯის საკითხზე გავრცელებული ცნობები და საბოტაჟის ბრალდება - დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება

2026-10-24 16:04:15+04:00

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჩუბინიძე ბრალდებას არ ეთანხმება და დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლად აფასებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ის 2026 წლის თებერვლიდან დავით გარეჯის საკითხზე ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს სისტემატურად ავრცელებდა. ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდება აქვს წარდგენილი. აღნიშნული დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.