Starlink-ი 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ განაცხადა.
ევგენი ხმარას განცხადებით, უკრაინის თავდაცვის უწყება Starlink-ისა და Starshield-ის სტაბილურ კავშირს აფიქსირებს.
მისი თქმით, სიჩქარის აღდგენა პირდაპირი დიალოგისა და უმაღლეს დონეზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიციის წყალობით იქნა შესაძლებელი.
„თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე ფიქსირდება. კავშირი სტაბილურია“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.