შეთანხმება გვაქვს ნოემბრის პირველ ნახევარში სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე, ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰადსონის ინსტიტუტთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩემი და გუნდი და მე ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ვისაუბრეთ ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში შეხვედრების შედეგებზე და როგორ შეგვიძლია წინ წავწიოთ დიპლომატია ამ ნოემბერს.
შეთანხმება გვაქვს სამმხრივი შეხვედრის ჩატარებაზე - უკრაინა, ამერიკა, და რუსეთი - გუნდების დონეზე. გეგმაა ნოემბრის პირველ ნახევარში შეხვედრა. ჩვენ ნებისმიერ დღეს მზად ვართ შეხვედრისთვის - ხვალაც კი. მაგრამ ყველაფერი რუსებზეა დამოკიდებული. სამმხრივ შეხვედრას ასევე ველოდით ოქტომბერში. მაგრამ ის არ შედგა - ვინაიდან რუსებმა შეხვედრის არგამართვის მორიგი მიზეზი მოიგონეს.
ახლა ყველას გვჭირდება, რომ ვფოკუსირდეთ ამ შეხვედრების ჩატარებაზე - ამერიკასთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად. შესაძლებელია მათი ჩატარება ამერიკის გარეშე ან რუსეთზე ამერიკული ზეწოლის გარეშე? სავარაუდოდ არა. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა ამას პრიორიტეტად შეინარჩუნებს ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.