რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 3 წლით პატიმრობა და მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა - Palitra News

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით 3 წლით პატიმრობა და მილიონი ლარის ჯარიმა განესაზღვრა

2026-10-23 20:43:12+04:00

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. სასამართლომ შეთანხმება პროკურატურასთან დაამტკიცა. მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და ზიანი აანაზღაურა. მას მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა, ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 3 წლით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უძრავი ქონება, კომპანიაში წილი, ავტომობილები, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები. მან ასევე სრულად აანაზღაურა „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული 114 000-ლარიანი ზიანი.