საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბერს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-11 მუხლის, მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიიღო დადგენილება სასამართლოს კოლეგიების ჩამოყალიბების შესახებ შემდეგი შემადგენლობით: პირველი კოლეგია: ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე, ევა გოცირიძე, გოგა კიკილაშვილი და მეორე კოლეგია: გიორგი თევდორაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე.
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2026 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-15 მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ (მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ) აირჩია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სერგო მეთოფიშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.