საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს სისტემატურად ავრცელებდა, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ.