დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ჟურნალისტის დის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ კომპიუტერი და ტელეფონი წაიღო - Palitra News

დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ჟურნალისტის დის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ კომპიუტერი და ტელეფონი წაიღო

2026-10-23 09:19:24+04:00

დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - ჟურნალისტის დის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ კომპიუტერი და ტელეფონი წაიღო. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის მიმდინარე წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს სისტემატურად ავრცელებდა, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შესახებ. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჩუბინიძეს ბრალდება წარედგინება. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება სასამართლოსთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართვას გეგმავს.