საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დღეს, 12:00 საათზე განახლდება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და მას ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში საქმის არსებით განხილვაზე გადასვლა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდა, სწორედ ეს გახდა პროცესების გახანგრძლივების მიზეზი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, სასამართლო მიკერძოებულია, რასაც მათი თქმით, ისიც ცხადყოფს, რომ სასამართლომ პარტიების არცერთი შუამდგომლობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მმართველ პარტიაში კი მიიჩნევენ, რომ ოპონენტები პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ.