მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი 1 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩაუთვალა. ელიზბარაშვილს ასევე 50 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მან ბრალდება სასამართლო პროცესზე აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს თბილისში, რესტორანში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ელიზბარაშვილი შალვა კუჭუაშვილსა და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, მოგვიანებით კი ადგილზე შეიარაღებული დაბრუნდა.