რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნას ოპოზიცია კრემლისთვის განკუთვნილ პოლიტიკურ გზავნილად მიიჩნევს. მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე საქართველო რუსეთის მხარეს იმყოფება. პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას გამორიცხავს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ეტაპზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა აუცილებელი ნაბიჯია.