[სარჩელის] მოთხოვნა გასაგებია, მოთხოვნის წყობა გასაგებია, თავად სარჩელის წყობაც გასაგებია, დასაბუთებაც გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან, გასაგებია , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა.
სერგო მეთოფიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, როდესაც პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ წარადგინა შუამდგომლობა, სადაც მოითხოვა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს დაავალოს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ ცალკე ჩამოაყალიბოს, რა არგუმენტები და მტკიცებულებები არსებობს აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ჩემთვის პირადად, გასაგებია სარჩელი, სარჩელში რაიმე გაუგებარი ჩემთვის არ არის. მოთხოვნა გასაგებია, მოთხოვნის წყობა გასაგებია, თავად სარჩელის წყობაც გასაგებია, რომელ პარტიას რას ედავებიან, გასაგებია. რამდენადაა დასაბუთებული, ეს არ ვიცი, ეს სულ სხვა საკითხია“, - განაცხადა მოსამართლემ.