საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სხდომა კამათისა და რეპლიკების ფონზე მიმდინარეობს. ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. დარბაზი დაატოვებინეს ლევან ცუცქირიძეს. პოლიტიკური განცხადებების გაჟღერების საბაბით სხდომიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე, მანამდე მან სასამართლო პროცესზე მოწმის სახით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. ივანიშვილის გარდა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარებასაც ითხოვს ნაციონალური მოძრაობა.