„ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს! - ასე ეხმაურება ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის [ALDE] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “ქართული ოცნების” ამ ნაბიჯს ევროკავშირმა მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ALDE ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
“მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც.
მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს.
ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის”, - ნათქვამია განცხადებაში.