„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროცესს ესწრება ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
„ჩვენ აქ ვართ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ჩვენი ხალხის სუვერენული უფლებების დასაცავად და ჩვენი კონსტიტუციის დასაცავად“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა დღეს იწყება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“. საქმის არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.