საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პოლიტიკური შეფასებების მთავარი საკითხია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი პროცესი მხოლოდ პოლიტიკურ მოტივს შეიცავს და მას რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. დღევანდელ სხდომას 4 პარტია დაესწრება, ფედერალისტები კი სასამართლოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. პროცესში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გახარიას გუნდიც, თუმცა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკუთარი კონსტიტუციურობის საკითხის ცალკე საქმედ განხილვას ითხოვს. მმართველ გუნდში სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დადებითი მოლოდინი აქვთ და იმედოვნებენ, რომ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება.