The Wall Street Journal - უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა - Palitra News

The Wall Street Journal - უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა

2026-10-21 10:07:42+04:00

უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა გასცა, - ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის ბრძანება გასცა, რომლითაც უკრაინული ტექნიკა თანამგზავრულ ქსელს უკავშირდებოდა.

WSJ-ის ცნობით, წყაროების ნაწილი თვლის, რომ გადაწყვეტილება მასკმა ერთპიროვნულად მიიღო, ხოლო ნაწილი მიიჩნევს, რომ მან კონსულტაცია თეთრ სახლთან გაიარა.

წყაროების განცხადებით, მასკმა Starlink-ის სიჩქარის შენელების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა.

ასევე, გამოცემა წერს, რომ Starlink-ის მუშაობის შეფერხების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შემდეგ თეთრ სახლში არაოფიციალური გამოძიება დაიწყო.