Factory Tbilisi“-მ ისტორიულ მოვლენას და პირველ Tbilisi Hip-Hop Festival-ს უმასპინძლა! ქართულმა ჰიპ-ჰოპმა, რომელმაც 30-წლიანი გზა გაიარა, ბოლოს და ბოლოს იპოვა თავისი „სახლი“. 12-საათიანი ურბანული მარათონის ფარგლებში ერთ სივრცეში გაერთიანდა მუსიკა, ცეკვა, გრაფიტი და ცოდნა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ როგორც ბრუკლინის ლეგენდის, Talib Kweli-სა და სამხრეთ ლონდონელი FLOHIO-სთვის, ასევე ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემსრულებლებისთვის.