დონალდ ტრამპი - ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ძალიან ცუდი იქნება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ძალიან ცუდი იქნება

2026-10-21 09:37:17+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე ტემპის შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს. „ისინი უბრალოდ განაგრძობენ წინსვლას“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, “რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს”. ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება უნდა სურდეს.

„უკრაინას უნდა სურდეს ამ ომის დასრულება. ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით მილიარდი დოლარი გადასცა, სანაცვლოდ კი არფერი მიუღი გაძვირებული საწვავის გარდა.

„სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია, გარდა დიზელის საწვავის მაღალი ფასებისა. ჩვენ, ალბათ, შესაძლოა, თითქმის ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ფული მივეცით უკრაინას წლების განმავლობაში - ასობით მილიარდი დოლარი”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.