ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე და იურისტი ზურაბ ცეცხლაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ და ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ბ.ხ-ს კლინიკაში გადაყვანას და სათანადო მკურნალობის გაწევას ითხოვენ - Palitra News

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე და იურისტი ზურაბ ცეცხლაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ და ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ბ.ხ-ს კლინიკაში გადაყვანას და სათანადო მკურნალობის გაწევას ითხოვენ

2026-10-20 14:59:17+04:00

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ და იურისტმა ზურაბ ცეცხლაძემ განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველის აპარატს, რითაც ითხოვენ ერთ-ერთ მსჯავრდებულ ბ.ხ-ს კლინიკაში გადაყვანას და სათანადო მკურნალობის გაწევას.

როგორც ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც მზაობა გამოთქვა, როგორც ადვოკატი შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებებში და მოინახულოს პატიმრები, აღნიშნულს გამოხმაურებები მოჰყვა. ცეცხლაძის თქმით, ამ შემთხვევაში, მან მოინახულა ერთ-ერთ მსჯავრდებული ბ.ხ რომელიც არის ცუდ მდგომარეობაში და აქვს უამრავი ქრონიკული დაავადება.

„როგორც თვითონ აცხადებს, პროტესტის ნიშნად 7 თვეა წამლებსაც აღარ იღებს. არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და არ უწევენ სათანადო გამოკვლევებს. შესაბამისად, მე შევპირდი, რომ მისი პრობლემების მოსაგვარებლად მივმართავდი სახალხო დამცველს, პენიტენციურ დაწესებულებას და საზოგადოებასაც გავაცნობდი ამ ყველაფერს“- განაცხადა ცეცხლაძემ.

ამასთან, პოლიტიკოს თეონა ჭალიძის თქმით, მას შემდეგ, რაც „პოლიტპატიმრებმა და სინდისის პატიმრებმა“ ისაუბრეს ციხეში არსებულ ვითარებაზე, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა და მეტი მოქმედებაა საჭირო იმ პატიმრებს მხარდასაჭერად, რომელთა ხმაც საზოგადოებას არ ესმის. მისვე თქმით, სწორედ ამიტომ მიმართავენ პატიმრების ოჯახის წევრებსაც, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში, მიაწოდონ ინფორმაცია.