უკრაინასა და აშშ-ს უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე რუსეთსა და აშშ-ს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას აშშ-სთან ღია, პრაგმატული და პატიოსანი ურთიერთობის შენარჩუნება სურს.
„ჩვენ აშშ-სთან ყოველთვის მნიშვნელოვანი და მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდა. ჩვენ შორის ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიურად სრულმასშტაბიანი ომის დროს განვითარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის უმეტესობა აცნობიერებს, თუ რამდენი რამ აქვთ საერთო მათ ქვეყნებს.
„გვსურს ამერიკასთან მომავალშიც ისეთივე ღია, პატიოსანი და პრაგმატული ურთიერთობები გვქონდეს, როგორიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.