იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2026-10-20 12:52:36+04:00

იმერეთის პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული სულ 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.