საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან მეორე ტურში 7 800-ზე მეტი გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში კი 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.