საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე განხილვების დაწყებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს ხვდებიან. ამავე დროს ევროკომისიის პრესკიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმეს. ამ კონტექტში მან სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაცია ახსენა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის წარმომადგენელი ამ განცხადების გამო საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ხვალიდან დაიწყება. რაში ხედავს გამოსავალს ოპოზიცია და რა ელოდება პროცესებიდგან ქართული ოცნება.